„ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია. არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობა“, – ასეთი იყო თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარი ორხევის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დანგრევაზე.
„თქვენ არაერთი ასეთი ფაქტი იხილეთ, როდესაც ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება და ყოველთვის იქნება შესაბამისი რეაგირება…“, – განაცხადა მან.
დღეს, დილიდან თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ორხევის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული სახლები დაანგრია.