ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი ადამიანი ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
8 დაშავებულის მკურნალობა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
შემთხვევა 30 იანვარს, ღამით მოხდა. რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერჯერობით, უცნობია.
ტყიბულში შახტების მფლობელმა კომპანია „საქნახშირმა“ განაცხადა, რომ ადგილზე შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო.