„მოქალაქეები ამბობენ, რომ გაზრდილი გადასახადი მისდით“ - სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასში“ შევა

პუბლიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) კომპანიებში „თელმიკოსა“ და „თელასში“ შედის.

მარეგულირებელი კომისია კომპანიებში მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე აპირებს შესვლას. ისინი ადგილზე შეისწავლიან  ქვითრების გამოწერის საკითხსა და მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს.

„მოქალაქეები აფიქსირებენ პოზიციას, რომ მათ მისდით გაზრდილი გადასახადი. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გზა იქნება, რომ შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე გამოვითხოვოთ და ამოვიღოთ ყველა ინფორმაცია, რაც იქნება საჭირო. დოკუმენტაცია, რა თქმა უნდა,  და უკვე ამ გზით დავადგინოთ სიმართლე რა ხდება,  რა ხარვეზებია და არის თუ არა მართლა ის პრობლემები, რასაც მოქალქეები მიუთითებენ.

აქ არის საუბარი, რომ მრიცხველის ჩვენება, არ დაემთხვა იმ ჩვენებას, რაც იქნა მითითებული ქვითარში. რადგან მრიცხველს კითხულობენ ადამიანები, რა თქმა უნდა, შეცდომებს ვერ გავექცევით, თუმცა ჩვენ რასაც ვუყურებთ და რასაც ვკითხულობთ გაცილებით მეტ ადამიანს აქვს პრეტენზია, “- ამბობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი.

დღეს კომპანია „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ნოზაძემ ტელეკომანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მოსახლეობას დენის ტარიფის ზრდის განცდა აქვს და ტარიფი არ გაზრდილა.