რუსეთი გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველეს“ მოსკოვის ბიუროს მუშაობას უჩერებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი.
რუსეთმა DW-ეს მთელ რედაქციას შეუჩერა აკრედიტაცია და აუკრძალა მაუწყებლობა რუსეთის ტერიტორიაზე.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის საპასუხო ზომები გერმანიაში რუსული ტელეკომპანიის Russia Today-თვის მაუწყებლობის შეჩერებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს იყო „პირველი ნაბიჯი“ გერმანული კომპანიის წინააღმდეგ, მომდევნო ნაბიჯებზე კი მოგვიანებით განაცხადებენ.