ესპანურმა კომპანია „აქუალიამ“ 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც კომპანია Georgian Water and Power-ის 80%-იანი წილი შეიძინა. დანარჩენი 20%-იანი წილის მფლობელი კვლავ საქართველოს კაპიტალია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ონლაინ-შეხვედრაზე ხაზი გაესვა ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს.
„ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო სანდო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წლის საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.6% იყო. მისი თქმით, საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთით და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობით სწრაფად მიიწევდა უფრო ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისკენ.“