ოპოზიციური პარტიების წევრებმა და აქტივისტებმა ანტისაოკუპაციო საბჭო დააფუძნეს

პუბლიკა

„ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ გადავწყვიტეთ გაერთიანება და პოლიტიკურ ველზე იმ საკითხის დაბრუნება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია“, – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წევრი, დავით ქაცარავა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პოლიტიკურმა პარტიებმა და აქტივისტებმა  ანტისაოკუპაციო საბჭოს დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება.

საბჭოში ოთხი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა –  „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“.  აღნიშნული საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიაა“.

„ეს იქნება საბჭო, რომელიც იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად”, – აცხადებს პარტია „ლელოს“ წევრი ლანა გალდავა.