ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელია დანიშნა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელია დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია.

ოთარ დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.