„ოცნება" ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შექმნილი უწყებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს ასახელებს

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ დასრულდა უმრავლესობის წევრთა სხდომა. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კოკა (კარლო) კაციტაძის, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობაზე ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

ეს სამსახურები პირველი მარტიდან, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შეიქმნება.

ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურაზე შეთანხმება გაუჭირდათ კიდეც, იმდენად კვალიფიციურ კადრებს შორის უწევდათ არჩევანის გაკეთება.