დღეს თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა. ის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იყო გადაყვანილი.
როგორც „პუბლიკას” კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვლილი 45 წლის მამაკაცია, მას ჩაუტარდა შესაბამისი რეანიმაციული დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა, მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა.
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან დღეს ორი მუშა გადმოვარდა, მეორე ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.