ცესკოს ისევ გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

პუბლიკა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კვლავ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს.

პარლამენტში კენჭი უყარეს ასევე კანდიდატებს ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ პოსტზე. დეპუტატების მხარდაჭერა მაია ზარიძემ და გია ცაცაშვილმა მოიპოვეს.

ისინი თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნენ.

არჩეულმა კანდიდატებმა პირველ ჯერზე პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, ამიტომ, როგორც კანონითაა განსაზღვრული, მათი საკითხი ხელახალ კენჭისყრაზე დაუყოვნებლივ გავიდა და ისინი თანამდებობებზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.