უკრაინაში ერთიანობის დღე აღინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, იმართება მსვლელობები მშვიდობისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ერთიანობის დღე მიულოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა. ქვეყნის მასშტაბით, ყველგან აღმართულია უკრაინის სახელმწიფო დროშა.
მოქალაქეებმა ერთიანობის დღეს 200 მეტრის სიგრძის სახელმწიფო დროშა კიევის ოლიმპიური სტადიონზე გაიშალეს.
14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, სადაც მან აღნიშნა, იყო ცნობები, რომ 16 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა. ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
„გაერთიანებული უკრაინა ყოველთვის გაიმარჯვებს. დღეს აღვნიშნავთ ჩვენს ერთიანობას როგორც უკრაინაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ უკრაინის ერთიანობას მის სანდო პარტნიორებთან, რაც რუსეთის მიერ შექმნილმა კრიზისმა დაადასტურა. მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს, რომლებიც გვერდით გვიდგანან, როგორც სიტყვით, ისე საქმითაც“, – დაწერა twitte-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.