„ჰერითიჯის ფონდის“ 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულამ 5.4-ით დაიწია და 71.8 შეადგინა. ამ მონაცემებით საქართველო 184 ქვეყანას შორის 26-ე ადგილს იკავებს და „უმეტესად თავისუფალი“ (79.9-დან 70 ქულამდე) ქვეყნების კატეგორიაშია.
ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიოში 26-ე, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-18 ადგილზეა.
2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით კი, საქართველო 77.2 ქულით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონში – მე-7 ადგილზე იყო.
ანგარიშში ასახულია საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ბოლო 6 წლის ტენდენცია:
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნდება ყოველი წლის დასაწყისში და წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით რეიტინგი აფასებს ოთხ ძირითად მიმართულებას მათი ქვეკატეგორიების მიხედვით.