მზადყოფნას გამოვთქვამ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს - ხაზარაძე

პუბლიკა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში 100 უკრაინელ ბავშვს უმასპინძლონ. ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მზადყოფნას გამოვთქვამ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს. ეს იქნება „ლელოს“ მოკრძალებული წვლილი ჩვენი უკრაინელი ძმების მხარდასაჭერად”, – დაწერა ხაზარაძემ Facebook-ზე.