„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის კარი ღამით წითლად შეღებეს

პუბლიკა

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორში პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის კარი პროტესტის ნიშნად ღამით წითლად შეღებეს. გამოცემა წითლად შეღებილი კარის ფოტოსაც ავრცელებს.

„პუბლიკა” მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს კოკა მორგოშიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობს და ოფისის წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, უკვე შეატყობინეს პოლიციას მომხდარის შესახებ. კითხვას რას უკავშირებს მომხდარს გვიპასუხა:

„პროვოკაციაა. ამათ მეტი რა შეუძლიათ, ტრაკის მიშვერა და საღებავების შესხმა. ჯერჯერობით გასდით და მალე აღარ ექნებათ ამის ხასიათი და შესაძლებლობა” – განგვიცხადა კოკა მორგოშიამ.