ჭიათურაში ბრალდებულის სახით დაკავებული პირის გადმოხტომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ჭ.-ს გადმოხტომის ფაქტზე, რამაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

„პატრულის მანქანას ფეხი მიარტყა. მერე გაულახიათ და ჩაუტენიათ მანქანაში …. იქ რა მოხდა, მე არ ვიცი. ფანჯარაში გადახტაო და ეს ხელებშეკრული ბიჭი რანაირად გადახტა, მე არ ვიცი”, –  ამბობს „TV პირველთან” ოჯახის წევრი.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, გამოიკითხა ინციდენტის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იდენტიფიცირებული იქნა სამეთვალყურეო და სამხრე ვიდეო კამერები, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნება გამოძიებისათვის საინტერესო აუდიო-ვიდეოჩანაწერები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

სამსახური სრულად უზრუნველყოფს მოქალაქე ს.ჭ.-ს ოჯახის წევრების ჩართულობას მიმდინარე გამოძიებაში და მათთვის საქმის მასალების გაცნობას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი – ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია”, – ნათქვამია განცხადებაში.