კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინელ კოლეგას, საული ნიინისტოს უთხრა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და ნატოში გაწევრება მაშინ, როცა ფინეთისთვის საფრთხე არ არსებობს, შეცდომა იქნებოდა, რამაც შესაძლოა დააზიანოს ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის.
ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის სატეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც ფინეთმა ნატოში შესვლის სურვილი გამოთქვა. მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას მიიჩნევს საფრთხედ, რომელიც მოითხოვს პასუხს.
ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ნიინისტომ პუტინს უთხრა, „რამდენად შეცვალა ფინეთის უსაფრთხოების გარემო 2021 წელს რუსეთის მოთხოვნამ, ქვეყნები ნატოში არ გაწევრებულიყვნენ და, ასევე, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ“.