ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

პუბლიკა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს. საკრებულოს სხდომაზე მას  18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მხარდამჭერებს შორის „ქართული ოცნების“ გარდა, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი თავდგირიძეც იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საკრებულოს სხდომას არ დაესწრო ოპოზიციის ნაწილი. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს მანდატიც დატოვა.

რამაზ ჯინჭარაძე საკრებულოს დეპუტატი შუალედური არჩევნების შედეგად გახდა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია საკრებულოს სხდომის გამართვას და ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობას ბოიკოტს უცხადებდა, თუმცა  პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების  მიღების შემდეგ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ცესკომ ცნო.