19 მაისი
მოულოდნელად მშვიდი დილა გათენდა. დაბომბვა კი არა განგაშის ხმაც კი აღარ ისმოდა. და ეგრევე გაივსო სასტუმროს ჰოლიც და ეზოც ახმაურებული ადამიანების ლაპარაკისა და სიცილის ხმებით!.. ბავშვები, რომლებიც გუშინ გულამოსკვნილი ტირილით ჩაჰყავდათ თავშესაფარში, დღეს იმავე კორიდორებში ყიჟინით დაქროდნენ, თამაშობდნენ და ერთმანეთს აწყდებოდნენ…
მართლა განსაცვიფრებელია ადამიანის მოდგმის ასეთი სიცოცხლისუნარიანობა, უბრალოდ არანორმალური გამძლეობა და შეგუების უნარი. ყველაფერთან: – ომთან, სტიქიასთან, ბუნებრივ კატაკლიზმებთან, გეოგრაფიულ გარემოებასთან, კლიმატურ პირობებთან – გორილა კონგოდან არქტიკაში რომ ჩაიყვანო, ორ საათში გაიყინება – არქტიკიდან კონგოში რომ თეთრი დათვი ჩამოიყვანო, დღის ბოლომდე ხელში ჩაგაკვდება… ადამიანი კი აქაც არის და იქაც ძალიანაც ხოშიანად გრძნობს თავს, იმდენად ხოშიანად, რომ ერთმანეთის ლამის დედაბუდიანად ამოჟლეტასაც კი ახერხებს და ამას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ არქმევს ლამაზად…
დღეს ზაპოროჟიეში მივყავართ ვადიმას. იქ კაზინო და კიდევ რაღაც შენობა აქვს… ახლა რა თქმა, უნდა ორივე დაკეტილია, ზაპოროჟიე ჩრდილოეთიდან პირდაპირ ემიჯნება, მარიუპოლს. რუსები უკვე ზაპოროჟიეს ოლქშიც არიან შემოჭრილები, ანუ მაქსიმალურად ვუახლოვდებით, ე.წ. „ნულევოი ფრონტს…! გუშინწინ მომეჩვენა, რომ ვადიმამ ცოტა გამომცდელად გვკითხა: – მინდა ამ ჩემს უძრავ ქონებას დავხედო ზაპოროჟიეში და გამომყვებითო?..
ჩვენც, რა თქმა უნდა, ეგრევე თბილისურად ჩავურთეთ: – „როცა გინდა, სადაც გინდა და როგორც გინდა, ძმაო… უბრალოდ იცოდე, რომ აკრედიტაცია არა გვაქვს და ბლოკ–პოსტზე თუ გავიჭედეთ წინასწარ გაფრთხილებთ, აგე კიევშიც მთელი საათი დაკავებულები ვყავდით უშიშროებას…“. „ტა ია ვას უმოლიაუ, პერედა მნოი ვსე გენერალი სტანოვიტსა დენშჩიკამი…“, არანაკლებ გვეტრაბახა და გვებლატავა ვადიმა…
„დენშჩიკამი“ და დენშჩიკამი…“ ავედით ჰა აბა… ველოდებით ვადიმას და „ვილიკიი გულაი პოლეს“ დაზვერვას…
ცოტა ხანში ვადიმა დაგვადგა… გუშინდელი დღის მერე მასაც დაძაბული სახე და დაღლილი თვალები ჰქონდა, ალბათ ისევე, როგორც ჩვენ…
„ნუ იაკ ვი, რებიატა?.. ბილა შუმნა და?.. სცადა ვადიმამ ხუმრობა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ სამივემ ძლივს მოვხაზეთ ღიმილი, საქმეზე გადავიდა და სულ ნარჩევი ოდესური დედის ტრაკობია მიუძღვნა რუსეთის „ველიკაია დერჟავას!… „სვოლოჩი… ადნო სლოვო სვოლოჩი… ია ვამ პრიზნაიუს დრუზია, ჩისტიე პიდარასი… ცელიი დენ დუმაიუ, ნუ ჩო ეტატ პიდარას პუტინ ტვარიტ… ონ სოვსემ აფანარელ, ილი ეგო ბლიადსტვა ნე იმეეტ გრანიც… ტა…. ტ… ი ია ვამ პრიზნაიუს … პო მოემუ ეგო იდიოტიზმ ი ბლიადსტვა ვმესტე ნე იმეუტ გრანიც… ტა… ტა პრავილნა, ეგო ბლიადსტვა…“.
მე და ჭყონია უკვე აღარ ვუსმენდით ვადიმას მოლდავნკურ „ნაგარს“, ჩუმად ვუქნევდით თავს და ვიბარგებოდით, თან ერთმანეთს ვუყურებდით ხელებში, რომ რამე არ დაგვრჩენოდა…
ვადიმამ ეს შეამჩნია და რაკი დიდხანს ცუდ ხასიათზე ვერ ძლებდა და „პიდარას პუტინის“ და მისი „ველიკაია დერჯავას“ გინებითაც დაიღალა, უცებ მოხასიათდა და გოგას გაბრაზებას მოჰყვა…
– ტა, გოგა, გდე ტვოი პასპორტ?… გოგას სიბრაზისგან სუ ულვაში ებურძგლებოდა, ცერად უყურებდა გაბადრულ და გაღიმებულ ვადიმას და გამწარებული ცდილობდა, ყველაფერი აკურატულად ჩაელაგებინა და ჩვენს ყბაში აღარ ჩავარდნილიყო…
– ტა ია პრიზნაიუს გოგა, უ მენია დლია ტებია სიურპრიზ ბრატიშკა… და უცებ ძალიან საკაიფო, კომპაქტური და ლამაზი ვიდეოკამერა დააძრო… მე და გოგა გავშტერდით, მადლობის გადახდა ძლივს მოვახერხეთ… „ასტავ სებე, პაკა ბუდეტე ვ უკრაინე, სნიმაი ნა ზდაროვიე, ა კოგდა ბუდეტე უეზჟატ, პოჟალუისტა პრისილაიტე პო პოჩტე, ეტო ოჩენ ლეგკო, ა ტო ეტა კამერა მოეი ჟენი, ი ია ტებე პრიზნაიუს, ანა მენია უბიოტ… სპასიბა ვადიკ… ია ტე პრიზნაიუს შტო ტი ნასტაიაშჩი დრუგ… გაუშვა ოდესური გახარებულმა ჭყონიამაც… ტა… ტა… პრავილნა… პრავილნა… გოგა, ა გდე ტვოი პასორტ?… მაინც ვერ მოითმინა ბოლოს…
გზა დნეპრიდან ზაპოროჟიემდე დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც კიევიდან დნეპრამდე, პეიზაჟები მაინცდამაინც არ შეცვლილა… ამ მხრივ ჩვენსავით არ არიან განებივრებულები, საქართველოში ყოველ ხუთ–ათ კილომეტრში ერთმანეთს რომ ცვლის ულამაზესი ხედები. თუმცა, ამის გარდა, მე სულ სხვა რამ მომხვდა თვალში – კიევი დნეპრის ტრასისგან განსხვავებით, სადაც მოსახლეობა მინდორში იყო გამოფენილი და გამალებული ხვნა თესვა მიდიოდა – დნეპრი ზაპოროჟიეს გზისპირა ხოდაბუნებაში და ველ–მინდვრებში გაცილებით მეტი სიცარიელე იყო. რაღაცნაირი გაუდაბურებული და უკაცური მომეჩვენა იქაურობა. თითქმის ორჯერ მეტი ბლოკ–პოსტი იდგა და გაცილებით მკაცრად, დაბეჯითებით და ყურადღებით გვამოწმებდნენ. ზაპოროჟიეს მისადგომებთან უკვე იგრძნობოდა წინა ხაზის, ანუ როგორც აქ ამბობენ – „ნულევოი ფრონტის“ სიახლოვე და მუხტი… ამის იქით ალყაშემორტყმული მარიუპოლი და აზოვსტალში ჩარჩენილი „აზოვის“ ბატალიონის ბიჭები იყვნენ… როგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინწინ, ანუ 17 მაისს, მათი ნაწილი, რომელთაგანაც უმეტესობა დაჭრილი და დასახიჩრებული იყო, თურქეთის შუამავლობით ჩაბარდა რუსეთს, ნაწილმა კი კატეგორიული უარი განაცხადა დანებებაზე და ახლაც, ამ წუთებშიც აგრძელებენ ბრძოლას…
ზაპოროჟიეს შესასვლელთან და მდინარე დნეპრზე გადებულ ხიდებზე, ყველგან ბლოკპოსტები და საგუშაგოები დგას. ბეტონის ფილები, ქვიშის ტომრების ბარიკადები კამუფლირებული ბადეები… რკინის ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციები, სიმართლე რომ გითხრათ არც ვიცი, რა ჰქვია, ასე ლითონის ვარსკვლავისებური მასიური ზღუდეები, რომ მტრის ჯავშანკოლონის მოძრაობას მაქსიმალურად შეუშალონ ხელი… ყოველ წამს გვაჩერებენ, გვამოწმებენ… თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ, განთქმულ „გულიაი პოლეზე“ ტარას ბულბას ძეგლთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება…
ზაპოროჟიე ტიპური საბჭოთა პროვინციული ქალაქია, თავისი არქიტექტურით, „სტალნიკებით“ და „ხრუშჩოვკებით,“ ულამაზესი და უდიდესი დნეპრით, ფანტასტიური ჰავით და ქალაქგარეთ აგარაკებით და ეს წყეული ომი რომ არა, აქ შეგეძლო ისე დაგესვენა, ან გაგევლო ქალაქი, ვერც წარმოიდგენდი, რომ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე საშიში ადგილი გამხდარიყო… ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა, ცნობილი ავტომობილის „ზაპოროჟეცის“ ქარხანა იყო, თუმცა რაღა ცნობილი, ახალმა თაობამ, მგონი, აღარც იცის ამ საბჭოთა მანქანის არსებობა და ძალიანაც კარგი, თუმცა რა საბჭოთა, როგორც „ჟიგული“ იტალიელების „ფიატის“ და „გაზ“-ის ყველა მარკა გერმანელებს, კერძოდ კი „ოპელის“ ფირმას, ასევე ზაპოროჟეციც ჩეხურ „შკოდას“ მოპარეს რუსებმა, რაც შეეძლოთ გააფუჭეს, ასე მიითვისეს და საბჭოთა „ავტოსტრაენიე“ დაარქვეს… ახლა კი თავისივე დაარსებულ „ავტოზავოდს“ თავადვე ბომბავენ და ანადგურებენ, რაკი უკრაინაში აღმოჩნდა… თითქმის მთელი „ზაპოროჟეცის“ ქარხანა, ქვიშის ტომრების ბარიკადებით არის დაფარული… საკმაოდ მძიმე საყურებელი იყო, ასე ქვიშის ტომრებს და ბლოკპოსტებს ამოფარებული ქარხანა და თავად ქალაქიც…
დავხედეთ ვადიმას ობიექტებს თითქოს ადგილზე იდგნენ. მართალია, დაკეტილი, გაუქმებული და ჩაბნელებული, მაგრამ მთელი და დაუზიანებელი და ამ გახურებული ომის დროს ეგეც საქმე იყო… ვადიმა, გოდების კედელივით სასოებით უყურებდა თავის კაზინოს და კიდევ რაღაც შენობას – რომელიც სამუდამო საიდუმლოდ დარჩა და უხმოდ დანანებით იქნევდა იმ ბომბორა და გაბანჯგვლულ თავს და დუმდა, რაც ასე იშვიათად ხდებოდა, მის და აწ უკვე ჩვენს საერთო ცხოვრებაშიც…
სად იყო, რომელ ფილმში?.. „ვაინა ვაინოი, ა პოჟრატ ნიკტო ნი ატმენიალ…“ და ჩვენც სადილად დავსხედით… ერთ–ერთი მიმტანი ქართველი აღმოჩნდა, აქ დაბადებული გაზრდილი, მაგრამ ქართულიც მშვენივრად იცოდა, მეგრულიც და სიხარულითაც გველაპარაკებოდა ქართულად… აღმოჩნდა, რომ მშობლები აფხაზეთიდან იყვნენ და გოგამ მყისვე დააძრო ვადიმას კამერა და გადაღება დაიწყო. მით უმეტეს, რომ ჩვენ ახალი მეგობარი, გოგას დედულეთიდან აფხაზეთიდან იყო… ვადიმა ჩუმად იყო, უჩვეულოდ დუმდა, გამალებით ფიქრობდა რაღაცას. თითქოს გული ცუდს უგრძნობდა…
საერთოდ უკრაინაში საკმაოდ სერიოზული და მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორაა. მათი უმრავლესობა, საქართველო–რუსეთის აფხაზეთის ომის შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად უკრაინაში და მთელი თაობა გაიზარდა ასე, უკრაინაში დაბადებული ქართველებისა, რომლებიც სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ უკრაინას თავიანთ სამშობლოდ და ახლაც, ამ ომში, არა მხოლოდ საქართველოდან სპეციალურად ჩასული ბიჭები, არამედ აქ დაბადებული უკრაინელი ქართველებიც საკმაოდ დიდი თავდადებით იბრძვიან…
აქეთ მხარეს „აზოვზე“ არანაკლებ დაუმორჩილებელი, თავზეხელაღებული და მაგარი ბატალიონი იბრძვის „აიდარი“, რომელსაც ვადიმა პატრონობს, ეხმარება აღჭურვილობით, მანქანით და ა.შ. ვადიმა გვპირდება, რომ შეგვახვედრებს მათ, მაგრამ ჩანს, რომ თავად „აიდარს“ მაინცდამაინც არ ეხალისება ეს შეხვედრა და მესმის კიდევაც, ჩვენში რომ დარჩეს – მესამე თვეა ყოველდღიურად და ყოველწამიერად სიკვდილს უყურებენ თვალებში, ჩვენი ნერვები აქვთ?…
და აი, როგორც ჩანს, ტყუილად არ დუმდა ვადიმა, ტყუილად არ უგრძნობდა გული ცუდს. ზაპოროჟიედან თითქმის გასულები კარგად გავებით… რომელიღაც რიგით ბლოკპოსტზე პატრულმა პასპორტები აღარ დაგვიბრუნა და მანქანის გვერდზე გადაყენება მოგვთხოვა…
თავიდან ბუნებრივია, ვიფიქრეთ, რომ ჩვენში იყო პრობლემა, მაგრამ მაინცდამაინც არ ავღელვებულვართ – ჯერ ერთი, 14 მაისს კიევში თითქმის მთელი საათის დაპატიმრების გამოცდილება გვიმაგრებდა ზურგს, მეორეც, ვადიმა იქ არ იყო?.. „პერედ კატორიმ ვსე გენერალი, სტანოვილის დენშჩიკამი…“.
თურმე სადა ვბანაობთ… ჩვენ ცოტა ხანში დაგვიბრუნეს პასპორტები, უფრო სწორედ მე ორივეს – ჩემი და გოგას პასპორტი, რომლებიც მე მედო გულის ჯიბეში, რომ გოგას ისევ არ დაეკარგა – „ვი სვაბოდნიე… ა ვი ბუდ ლასკა სლედუეტე ზა მნოი… და სტაცა ამ ჩვენს ვადიმას ხელი: „ტა ია ვას უმოლაიუ„ – არ გაიტეხა იხტიბარი ვადიმამ – „ვი დელაეტე მნე ნერვი…. ვ კაკომ ვი ზვანიი?“, „ია კაპრალ… “. „ტა პოზავიტე სტარშეგო, ნე პორტიტე მოიო ვასპიტანიე“, მაგრა დადგა ვადიმა… „ნიკაკოვა სტარშევა მნე ნე ნადა, შჩობ ზადაც პარუ ვაპროსოვ, შჩო ვი დელალი 2017 როკუ ვ ოკუპიროვანნომ დონეცკე, ი იაკ ვი პოპალი ვ ტომ ჟე როკუ ანექსიროვანნომ კრიმუ?.. ბუდ ლასკა ატვეჩაიტე ია ვას სლუხაუ…“.
აგე ხათაბალა… აი სად დაგვეჭოჭა… სად წავიდეთ ახლა, რა ვქნათ?… საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ გაკავებენ, გიჭერენ თუ უბრალოდ გამოწმებენ უკრაინაში, ეს ძალიან მკაცრად, საქმიანად და რაღაც ავისმომასწავებელი თავაზიანობით ხდება, არანაირი აგრესია, არავინ არ გეშარება ტყუილად, არავინ თავისი ძალაუფლებით ბოროტად არ სარგებლობს, არავინ არ ერთობა ამით… თუ სუფთა ხარ, გულდასმით გადაგამოწმებენ და „ბუდ ლასკა ჰეთ“… თუ რაიმემ დააეჭვათ კი დაღუპული ხარ. ვერაფერი და ვერავინ ვერ გიშველის, ვერანაირი ზარი ახლობელთან, ვერც ზელენსკი და ვერც მამაზეციერი… ასევე „ბუდ ლასკათი…“ მიგაყენებენ კედელთან და აგერ ვადიმაც შეიპყრეს „პერედ კატორიმ ვსე გენერალი სტანოვიატსა დენშჩიკამი“. ეს ჩვენი მშვიდი და შეუვალი კაპრალი სრულიად კონკრეტულ კითხვებს უსვამს და პასუხს სთხოვს… თან სრულიად თაზა გაპრიალებული „კალაშნიკოვი“ ე.წ. „АКС-У“ ჰკიდია თავისი 45-ტყვიიანი მჭიდით… ერთი გადატენვა უნდა და მისით ისვრის ოხერი – „დამიზნება არ სჭირია“…
– ე ბიჭო, პან კაპრალ, ნუ დაგვღუპავ რას შობი, გამოუშვი შენი ლამაზი თვალების ჭირიმე – მეთქი ვთხოვე პან კაპრალს…
– თქვენ თავისუფლები ხართ და წადით სანამ გადამიფიქრებია… ამასთან კი გასარკვევი გვაქვს რამდენიმე საკითხი – ხელი ამიქნია პან კაპრალმა…
– რას ამბობ, სად წავიდე ამ ტრიალ გულიაი–პოლეში, ვის მივადგე…
– ეგ ჩემი პრობლემა არ არის, აგერ მანქანა, წადით და წაიყვანეთ, თუ პატრონმა გაგატანათ ეს კი აქ დარჩება, ვიდრე დამაჯერებლად არ გვიპასუხებს, რა უნდოდა ოკუპირებულ დონეცკში და საიდან გაჩნდა ანექსირებული ყირიმში?…
– ღმერთმა ნუ იცის ამის თავი და ტანი, პან კაპრალო, გამოუშვი და აღარ იზამს მეტს… ამასობაში სიბრაზისგან და ნერვიულობისგან აჭარხლებული ვადიმა, გამწარებული იქექებოდა ქაღალდებში და მაინცდამაინც იმ საბუთს ვერ პოულობდა, სადაც მისი დონეცკის მისამართი და, ე.წ. „პრაპისკა იყო“ – აღარ იზამს და მეც პირადად, ბოზი ვიყო, ფეხს არ ჩავდგამ იმ თქვენს ყირიმში, ვიდრე დედა უკრაინას არ დაუბრუნდება და მერეც არ ჩამოვალ ოღონდ ახლა გაგვიშვი…
– ბერვს ნუ აჩმახებ ახლა, თქვენ გაშვებულიცა ხართ და თავისუფლებიც და დაიკარგეთ აქედან, ეს კი ჩვენთან დარჩება, ვიდრე ყველაფერს არ გავარკვევთ…
– სად დავიკარგო, კაცო, ისედაც დაკარგულები არა ვართ, სადღაც ზაპოროჟიესა და მარიუპოლს შორის გაჩხერილები… თან არც აკრედიტაცია გვაქვს და კიდევ წარსულის გადმონაშთები ვართ ბატონო… ჩვენ გვიშვებ და საკუთარ ვადიმ გეფტერს იჭერ – „აიდარს“ აფინანსებს, ეხმარება, მანქანებს ატანს… თუ არადა, როდის იყო ქართველები ებრაელებს გასაჭირში ვტოვებდით თანაც საკუთარ მასპინძელს… ან ეს რა თვისება გაქვთ ამ ზაპოროჟიელ კაზაკებს ბატონო, ტარას ბულბადან მოყოლებული, „ტატრავას„ ეომებით (თურქებს) „შლიხტიჩებს“ (პოლონელებს) თუ „მოსკალებს“ და „კაცაპებს“ (რუსებს) აუცილებლად დესერტად ამ ებრაელებს – შლომას, შამუელს ან ვადიმას უნდა სტაცოთ ხელი და აწვალოთ – „შტო ზა ანტისემიტიზმ 21 პერვომ ვეკუ, პარდომ ვ როკუ – მეთქი…“.
ამასობაში ვადიმამ დონეცკის საბუთები და კიდევ რაღაც ქსივები დააძრო. პან კაპრალმა ფეხი არ მოიცვალოთო დაგვიბარა და საგუშაგოში შევიდა…
– ვოტ მუდაკ ია ვამ პრიზნაიუის… დიბილ!.. წაისისინა გაცოფებულმა და გვარიანად დაფეთებულმა ვადიმამ… ერთი სული მქონდა გამეხსენებინა: – „ჰაა, აბა როგორ იყო ბალადას რომ მოგვიყევი გენერლებზე და დენშჩიკებზე და ახლა ვიღაც კაპრალზე ვარ გადაფარებული რომ არ წაგიყვანოს და რავი რა არ დაგმართოს–მეთქი… მარა ჭყონიას მუჯლუგუნებისა შემეშინდა და მხოლოდ კაი ჩათლახურად გავუღიმე…
მოკლედ ერთი საათი მაინც გვაყურყუტეს, გადარეკეს–გადმორეკეს, ერთი ზარი ვადიმასაც მისცეს და, როგორც იქნა, გამოგვყარეს იქიდან… ჩვენც ეგრევე მოვცოცხეთ უკან ზაპოროჟიედან უკვე მშობლიური დნეპრისკენ… კაზინო და რაღაც გასაიდუმლოებული შენობა არ ვიცი და დნეპრიგან განსხვავებით ზაპოროჟიელ კაზაკებში ვადიმას ბლატები და გავლენები აშკარად არ ჭრიდა…
მთელი გზა ჩუმად ვიყავით. ვადიმა დაბოღილი და გაბუსუნებული მიაფრიალებდა თავის „სუბარუს“ ჯიპს და ხმას არ იღებდა… გზად დაბომბილი სოფლები გამოვიარეთ… მინდვრებში და გზებზე დამწვარი და აფეთქებული სამხედრო ტექნიკა გვხვდებოდა…
– ვოტ ტე კრემატორი, ვ კატორომ რუსკიე ჟგლი სვაიხ სოლდატ… როგორც იქნა ამოიღო ხმა ვადიმამ და ორ უცნაურ „ბეტონომეშალკასავით“ სატვირთო მანქანებზე მიგვითითა.
– ვადიმ მართლა ეგრე წვავენ თავის დაღუპულ ჯარისკაცებს ტო?.. ეგ ლეგენდა მეგონა ანტიპიარის პონტში – თმები ყალყზე დამიდგა მე… თან საკუთარი თვალით რომ ვხედავდი…
– ტა ია ტე უმოლიაუ ბექა, უ ეტიხ კაცაპოვ დაჟე ტაკაია პასლოვიცა იესტ: ტაკ უმერ მაქსიმ – ნუ ი ხუი ს ნიმ….