უარი ლავროვთან საერთო ფოტოსა და ვახშამზე - რა მოხდა „დიდი ოცეულის“ კონფერენციაზე

პუბლიკა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია მიმდინარეობს, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრება. საერთაშორისო მედიის ცნობით, რუსეთის უკრაინაში ომის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილმა უარი თქვა საერთო ფოტოს გადაღებაზე.

როგორც Deutsche Welle წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ დაესწრო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას სიტყვით გამოსვლას.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე დასვლელმა მინისტრმა უარი თქვა ლავროვთან შეხვედრაზე, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა.

ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის რეტნო მარსუდის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, G-7-ის უმაღლესმა დიპლომატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ხუთშაბათს საღამოს სადილს.

როგორც Reuters წერს ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეტნო მარსუდიმ განაცხადა, რომ მასპინძელმა ქვეყანამ გაიგო და პატივს სცემს ბოიკოტის შესახებ ქვეყნების წარმომადგენლების გადაწყვეტილებას.

Deutsche Welle-ს ცნობით, სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციას ნაადრევად ტოვებს.