მიხეილ ბატიაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დანიშნული განათლების მეხუთე მინისტრი იყო. დღეს ბატიაშვილმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ მისი შემცვლელი მთავრობის სხდომაზე არ დაუსახლებიათ.
განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე სამინისტროს თანამშრომლებთან მინისტრის რანგში ბატიაშვილის ბოლო შეხვედრის ამსახველი ფოტოები განთავსდა.
„თითოეული თქვენგანის დამსახურებაა ყველა ის შედეგი, რომლებსაც განათლების რეფორმის ფარგლებში ამ დროის განმავლობაში მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, ასევე გააგრძელებთ! მე კი სისტემის გარედან, დიდი საგანმანათლებლო პროექტებით შევეცდები, კიდევ უფრო გავაძლიერო ის უზარმაზარი საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ!“ – მიმართა ყოფილმა მინისტრმა თანამშრომლებს.