ტრამპის სახლის ჩხრეკისას „სრულიად საიდუმლო“ მასალები ამოიღეს

პუბლიკა

გამოძიების ფერერალურმა ბიურომ ამერიკის შტატ ფლორიდაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქონების ჩხრეკისას საიდუმლო ფაილები ამოიღო.

აგენტებმა ამოიღეს დოკუმენტების 11 კომპლექტი, მათ შორის ზოგიერთი მონიშნული იყო როგორც „სრულიად გასაიდუმლოებული / სენსიტიური ინფორმაცია“ – აღნიშვნა, რომელსაც შეუძლია „განსაკუთრებით მძიმე” ზიანი მიაყენოს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას.

დონალდ ტრამპმა უარყო რაიმე სახის დანაშაული და თქვა, რომ მასალებს ეს კვალიფიკაცია მოსხნილი ჰქონდა.

BBC-ის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრიმინალური გამოძიების ფარგლებში ექსპრეზიდენტის სახლი გაჩხრიკეს.

ნივთების სია გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ შვიდგვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ეხებოდა ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ჩხრეკის უფლებას.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 20-ზე მეტი ყუთი, მათ შორის ფოტოების ბაინდერი, ხელნაწერი, დაუზუსტებელი ინფორმაცია „საფრანგეთის პრეზიდენტის შესახებ“ და ტრამპის დიდი ხნის მოკავშირის როჯერ სტოუნის სახელით დაწერილი შეწყალების წერილი.

გარდა „სრულიად საიდუმლო“ ფაილებისა, ამოღებულია სამ კომპლექტი „საიდუმლო დოკუმენტები“ და „კონფიდენციალური“ მასალა.

ორდერის მიხედვით, FBI-ის აგენტები იკვლევდნენ დაირღვა თუ არა ჯაშუშობის აქტი, რომლის მიხედვითაც უკანონოა ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველი ინფორმაციის შენახვა ან გადაცემა.

საიდუმლო დოკუმენტების ან მასალების გარეთ გამოტანა კანონით აკრძალულია. დონალდ ტრამპმა თანამდებობაზე ყოფნისას მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელი გაზარდა და ახლა ის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.