მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 დეპუტატი პუტინის გადადგომას ითხოვს

პუბლიკა

მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალიტეტების დეპუტატებმა ხელი მოაწერეს საჯარო განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით. დოკუმენტი სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ქსენია ტორსტრემმა გამოაქვეყნა, რომელიც ხელმოწერებს აგროვებს. ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს.

„ჩვენ, რუსეთის მუნიციპალიტეტების დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავალს. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან,“ – ნათქვამია განცხადებაში.