ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულია 141 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული გამოცემა „IRNA“ ავრცელებს.
ოთხშაბათს ირანის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად 9 ადამიანი იყო გარდაცვლილი, ინფიცირებული კი – 139.
ირანის ჯანდაცვის მინისტრმა, საიდ ნამაკმა განაცხადა, რომ პარასკევის ლოცვა ამ კვირაში კორონავირუსით მაღალინფიცირებულ ქალაქებში არ გაიმართება. ნამაკმა დააზუსტა, რომ ლოცვა მხოლოდ ამ პარასკევისთვის გაუქმდება.
„ყველა ეს გადაწყვეტილება დროებითია“,- განაცხადა
მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს კონკრეტული ქალაქები, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ, არ დაუსახელებია, სავარაუდოა, რომ თეირანი და კომი იმ ქალაქებს შორის იქნება, რომლებშიც პარასკევის ლოცვა არ გაიმართება.
2019 n-Cov პირველად ჩინეთში, ქალაქ ვუჰანის მცხოვრებლებს აღმოაჩნდათ. დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 81 109 შემთხვევა, ვირუსით გარდაცვალების კი – 2 761. ვირუსი 39 ქვეყანაშია გავრცელებული, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 შემთხვევის ჩათვლით.
ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 10 პაციენტი – 5 გუშინ შეიყვანეს, ხუთი კი – დღეს. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, თითოეულს ჩაუტარდა ტესტი და პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.