პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია მარცხის ნიშანია - აშშ-ის ელჩი უკრაინაში

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კიევში აცხადებს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია მარცხის ნიშანია.

აშშ-ის ელჩმა კიევში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წიააღმდეგ.

„მოჩვენებითი რეფერენდუმი და მობილიზაცია სისუსტის, რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია. აშშ არასოდეს არ აღიარებს რუსეთის პრეტენზიას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას, სანამ მას ეს დასჭირდება“, – დაწერა ელჩმა ბრიჯიტ ა. ბრინკმა ტვიტერზე.