„ლელო საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით გამოდის.
პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში „უცხოელთა და მოქალაქეების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ცვლილებების მიხედვით კი მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, კანონი გაითვალისწინებს გამონაკლისებსაც.
„ლელო“ მხარდაჭერისთვის სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართავს.
დღეს, 21 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ახლა არანაირი ფორმით არ განიხილება.