ევროპარლამენტი კორონავირუსის გამო ვირტუალურ შეხვედრებს განიხილავს

პუბლიკა

ევროპარლამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ აპირებენ, შეხვედრები და პლენარული სესიები სატელეკომუნიკაციო საშუალებით გამართონ, ვინაიდან კორონავირუსთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება.

„ეს ტექნიკა სერიოზულად განიხილება. ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, – აღნიშნა სპიკერმა.

„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა დაუშვას „საბედისწერო შეცდომა“ იმ ვარაუდით, რომ კორონავირუსის შემთხვევა არ დაუდასტურდება“,  – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.