ირანში კორონავირუსით 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა - BBC

პუბლიკა

BBC-ის ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.  როგორც BBC წერს,  ინფორმაცია ამის შესახებ ირანის ჯანდაცვის სამინისტროდან მიიღეს.

მათი თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი ბევრად მეტია ირანის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით.

ირანის ხელისუფლებამ ხუთშაბათს საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.