აშშ და „თალიბანი“ სამშვიდობო პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია დოჰაში გაიმართა და მას  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაესწრო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აშშ და NATO-ს მოკავშირე ქვყნები შეთანხმდნენ, რომ ისინი 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან თავიანთი ჯარებს გაიყვანენ.

თავის მხრივ,  „თალიბანი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ დაუშვან  ექსტრემისტული ჯგუფის მოქმედება იმ ტერიტორიბზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ.