ნატოსა და დიდი შვიდეულის ლიდერები სამიტის ფარგლებში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

დღეს კანადის, ევროპული საბჭოს, ევროკომისიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ლიდერები ბალიში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს:

„ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც რუსეთმა განახორციელა სამშაბათს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ჩვენ განვიხილეთ აფეთქება, რომელიც მოხდა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან. გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას და დახმარებას პოლონეთში მიმდინარე გამოძიებაში. ვთანხმდებით, რომ დავრჩეთ მჭიდრო კავშირზე, რათა განვსაზღვროთ შემდგომი სათანადო ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ასევე ვადასტურებთ მზაობას, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსეთს უკრაინელ ხალხზე თავხედური თავდასხმების გამო, მაშინაც კი, როდესაც G20 ომის უფრო ფართო ზემოქმედებასთან გასამკლავებლად იკრიბება. ჩვენ ყველანი ვუსამძიმრებთ პოლონეთსა და უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.