თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

თურქეთში, ადგილობრივი დროით 04:08 საათზე ქალაქ დუზჯეს მახლობლად 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

რყევები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ანკარასა და სტამბოლშიც იგრძნობდა.

თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად ჯამში 45 ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაზიანდა შენობები. შსს-ს ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს ცნობით, მოგვიანებით სულ მცირე 74 ბიძგი განმეორდა, მათ შორის, ყველაზე მაღალი 4.3 მაგნიტუდა იყო.