დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან საუბრის დროს ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ დეფიციტი თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და მის აღმოფხვრაზე ფარმაცევტული კომპანიები აქტიურად მუშაობენ.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ანტისეპტიკი არ აქვს, რა საშუალებებით შეუძლია მას ვირუსისგან თავის დაცვა, გამყრელიძე პასუხობს:
„შეგვიძლია საპნით დავიბანოთ ხელი. იყო გადმოცემები, ჭაჭა შველისო. ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ჭაჭა შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, რადგან ანტისეპტიკური თვისებები აქვს და გამოიყენოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.