მიტროპოლიტი სტეფანე სააკაშვილზე: free ვიცი კარტოფილი, გემრიელია, სხვა free რა არის, ვერ გავიგე

პუბლიკა

„მეუბნები, ჩვენ ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ახლა ყველა, ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირივართ free, რაღაცა … რატო არ ვყვირივათ. Free ვიცი კარტოფილი, კარგია ესა, გემრიელია, ხოდა, სხვა free რა არის ვერ გავიგე“ – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი)  ქადაგებისას ისაუბრა.

„თუ რამე სწორად გინდა გააკეთო, მაშინ გააკეთე ის, რაც არის სწორი ქვეყნისთვის. იცით, რომ შეცდომაში შევიდა ის საწყალი და აქ, არავინ ძალით არ წამოათრევდა.

თავისით ეხლა, არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები, შემოხვალ და იქ, რაღაც ნუ, თავს გაიმაიმუნებ და მერე კიდევ მაიმუნობ იქ, სადღაცა რო ზიხარ, რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ, გიყუროთ და რა? შოუა, მასკარადია, თუ რა ხდება? იქიდან გარეთ, ვითომ არ იციან რაც იყო და როგორ იყო. აქაც ვიღაცებმა, თურმე ახლა გაიგეს რომ რაღაცა „მშვიდობის მტრედია“, ყველაფერი ძალიან მაგრა გააკეთა, ჩვენი ქვეყანა ჰაერში აიყვანა ისეთი ლამაზი ქვეყანა გახადა. ჩვენი ქვეყანა ლამაზია ღვთისგან“- თქვა ეპისკოპოსმა სტეფანემ. (სტილი დაცულია)