სააკაშვილის ადვოკატი: უკრაინელები დაინტერესდნენ, რომელ ქვეყნებს გაუწევს ანგარიშს საქართველოს მთავრობა

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ შეხვედრა გამართა უკრაინის საელჩოში, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან.

მისი თქმით, უკრაინის მხარე დაინტერესდა დაცვას რა სტრატეგია აქვს, რას აპირებენ, რა რესურსი აქვს სააკაშვილს. ასევე, დაინტერესდნენ „მაგნიტსკის სიით“ პროცედურებით.

„ისინი დაინტერესდნენ, როგორი მოსაზრების ვიყავი პირადად მე, კერძოდ, რომელი სახელმწიფოები იქნებიან ის სახელმწიფოები, რომლებსაც ანგარიშს გაუწევს საქართველოს მთავრობა, იმისთვის, რომ ჩაერიონ ეს სახელმწიფო ლიდერები, რათა სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს მოლაპარაკებების შედეგად”, – ამბობს ადვოკატი.

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მან დაასახელა საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, თურქეთი და ა.შ. მისივე თქმით, მათ განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიური გზებით და კანონის ფარგლებში.