ირანში იარაღის ქარხანა დაბომბეს - მედია

პუბლიკა

ირანში, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. მედიის ცნობით, განადგურდა ისპაანში მდებარე დრონებისა და საბრძოლო მასალების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა ქალაქ შაჰიდ-სალიმში მდებარე ძრავის ზეთების მწარმოებელ ქარხანაში.

ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, თავდასხმა წარუმატებელი იყო და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ირანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „წარუმატებელ თავდასხმას არ მოჰყოლია მსხვერპლი და მცირე ზიანი მიაყენა ქარხნის სახურავს“