უკრაინამ თურქეთის დასახმარებლად 87 მაშველი გაგზავნა

პუბლიკა

87 უკრაინელი მაშველი თურქეთში მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში დასახმარებლად გაემგზავრა. თურქეთის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფის გაგზავნაზე უკრაინის მინისტრთა კაბინეტი გუშინ შეთანხმდა. თურქეთში უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის თქმით, უკრაინა თურქეთს ჰუმანიტარულ დახმარებასაც გაუგზავნის.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები ისევ ცდილობენ ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოყვანას და განაგრძობენ დაღუპულთა ძიებას.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 9000-ს გადააჭარბა.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ დასახმარებლად ათობით ქვეყანამ რამდენიმე ათასი მაშველი გაგზავნა. მათ შორის, თურქეთსა და სირიაში მაშველები გაგზავნა სომხეთმაც.