თურქეთში მიწისძვრიდან 9 დღის შემდეგ ნანგრევებიდან კიდევ 3 ადამიანის ამოყვანა და გადარჩენა შეძლეს.
როგორც თურქული მედია წერს, 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში ათასობით მაშველი მუშაობს და ჯერ კიდევ ცდილობენ დაღუპულთა ცხედრების ამოყვანის გარდა, გადარჩენილების ძიებას.
თურქული მედიის ინფორმაციით, ქაჰრამანმარასში ნანგრევებში ყოფნიდან 198 საათის შემდეგ ორი ძმის ამოყვანა შეძლეს.
ასევე 198 საათი იყო ნანგრევებში ადიამანში 18 წლის ბიჭმა, რომელიც დღეს მაშველებმა გადაარჩინეს.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 31 600-ს გადააჭარბა, დაშავებულია 80 000-ზე მეტი ადამიანი. მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ათასი მოქალაქე დაიღუპა სირიაშიც.