დუმბაძე: ტექნიკური ხარვეზი იყო, თორემ გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატი ქეთევან დუმბაძე, რომელიც უმრავლესობის იმ ოთხ დეპუტატს შორის იყო, რომელმაც რუსულ კანონპროექტს ხმა არ მისცა. თუმცა, მოგვიანებით, მან POSTV-ის ეთერში თქვა, რომ უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი იყო.

„გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე. ტექნიკური ხარვეზი იყო, მე რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე, “ – თქვა მან.

იგივე თქვა დეპუტატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა. მისი თქმით, ტექნიკური გაურკვევლობა იყო.


პარლამენტმა დღეს დაუგეგმავად განიხილა და კენჭიც უყარა რუსულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით, 76 ხმით უკვე მიიღო, წინააღმდეგი იყო 13 დეპუტატი.

მოქალაქეები პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ პარლამენტთან. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო.