პოლიტიკური პარტიებს შორის შეთანხმება შედგა - 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე თანაფარდობით ჩატარდება

პუბლიკა

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა 8 მარტს დღის 2 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე,  ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეხვედრაზე იყო გერმანიის ელჩი. შეხვედრაზე შეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 120/30 სისტემით ჩატარებაზე შედგა. ასევე ბარიერი 2020 წლის არჩევნებზე 1%-იანი იქნება.

“პოლიტიკური პარტიმარი – ასეთი ჩანაწერი შეთანხმებაში არ არსებობს. მართლმსაჯულება არ უნდა გახდეს პოლიტიკური მოტივებისთვის გამოყენებული. ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით ბოლომდე შევასრულებთ. კონკრეტული სახელი გვარების შესახებ ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს. სულ მოკლე დროში, აშშ-ის საელჩო გაავრცელებს განცხადებას და ტექსტს რაზეც მოხდა შეთანხმება.  რაც შეეხება ვინმეს გათავისუფლებას, ამაზე პოლიტიკური შეთანხმებები გავლენას ვერ მოახდენს.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე პოლიტიკური პატიმრების საკითხი გადაწყდა და არჩევნები ჩატარდება მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან.

“ყველა პოლიტიკური დევნისთვის შეთითხნული საქმეები გაჩერდება. გვარები შეთანხმებაში არ ჩაწერილა, მაგრამ ამის გარანტია არიან ჩვენი ფასილიტატორები.” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარი გააკეთა გიორგი ვაშაძემაც. მისი თქმით, შეთანხმების პირველი საკითხი პოლიტპატიმრებს ეხება. “მაგალითად ის, რომ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილს და რურუას. უგულავაზე კი პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმი იქნას გამოყენებული. მეორე საკითხი არჩევნებს ეხებოდა – 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული და არ მოხდება დაჭრა ოლქების.” – განაცადა გიორგი ვაშაძემ.