კორონავირუსის გამო იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა

პუბლიკა

იტალია ე.წ. წითელ ზონად გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. ქვეყანა მკაცრად იზოლირებულ რეჟიმზე გადაერთო. აკრძალვები ეხება საჯარო შეკრებებს, ასევე მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ ზედმეტ გადაადგილებას, თუ ამას სამუშაო ან გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.

Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეების დაცვაა. მისივე თქმით, სახლში დარჩენა ყველაზე სწორი გადაწყვეილება იქნება იტალიაში მცხოვრებთა მხრიდან.

კორონავირუსის შემთხვევები იტალიის ოცივე რეგიონში დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 9 172-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იტალიაში დაღუპულთა რაოდენობა  498-ია.