ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააუდიტორიო სწავლება 1 აპრილიდან აღდგება. მანამდე კი ფაკულტეტებისა და მიმართულებების მზაობიდან გამომდინარე, თსუ განახორციელებს დისტანციური სწავლების ელემენტების ინდივიდუალურ პილოტირებას.
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 16 მარტიდან დაიწყებს ელექტრონული სწავლების სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებას zoom-ის, smartboard-ისა და webinar-ის საშუალებით.
23 მარტიდან კი ელექტრონული სწავლების ელემენტებზე გადავა:
▪ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
▪ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
▪სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
▪ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
▪ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
▪მედიცინის ფაკულტეტი;
▪იურიდიული ფაკულტეტი;
▪თსუ პროფესიული განათლების ცენტრი;
თსუ-ის ცნობით, აღნიშნული სიახლე, საშუალებას იძლევა სასწავლო პროცესი არ გაცდეს დღეს არსებულ აკადემიურ კალენდარს, რომლის თანახმადაც აკადემიური პროგრამებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 27 ივნისს სრულდება. ამ მიზნით, მოდიფიცირებული იქნება შეფასების სისტემაც.