ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, დღეს, 28 ივნისის საღამოს ხუთი საათიდან სოციალურ ქსელ Facebook-ზე არხის გვერდზე საჯაროდ წვდომა შეზღუდულია. „იმედის“ ცნობით, გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი „ადმინებისათვის”.
„საყურადღებოა, რომ არანაირი გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ გვერდს არ მიუღია. „იმედმა“ ოფიციალური წერილით მიმართა ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“, თუმცა კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი „იმედის“ ოფიციალური გვერდი. ჩვენ განგვიმარტეს, რომ „ტელეიმედის“ მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება“, – წერს ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ ვებსაიტზე.
ტელეკომპანიის განმარტებით, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, „რომელიც „ფეისბუკზე“ ბოლო საათების განმავლობაში „მაუწყებლობს“ იმედის სახელით. არცერთ მათგანს არანაირი შეხება „იმედთან“ არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე. წ. „ფეიკგვერდი“.