ონლაინ გამოცემა პუბლიკა აცხადებს ვაკანსიას სოცმედიამენეჯერის პოზიციაზე.
თვალი გადაავლეთ ჩვენი ვაკანსიის აღწერას. კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ „პუბლიკის“ ფეისბუქგვერდზე.
მოვალეობა:
Publika.ge-ს სოციალური ქსელების მართვა,
ანალიტიკური პლატფორმების გამოყენებით ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და მათი გაცნობა/განხილვა სარედაქციო გუნდთან;
სოციალური მედიისთვის მასალების შექმნა და ადაპტირება;
აუდიტორიის ქცევების შესწავლა, მასთან კომუნიკაცია და ჩართულობის ზრდაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
– გამოცდილება სოციალური მედის მართვაში.
– ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
–სოცმედიამასალების (ქარდები, მოკლე ვიდეოები) მოსამზადებლად საჭირო უნარები;
– ინგლისური ენის ცოდნა.
ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:
სოციალური მედიის მენეჯერის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
– კანდიდატის რეზიუმე (CV);
– სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 150 სიტყვისა);
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 23:00 საათი;
განაცხადები უნდა გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: info@publika.ge;
განაცხადის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – სოციალური მედიის მენეჯერი!