თვითიზოლაციის მსურველებმა ჩამოსვლამდე სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ – სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინო ზონის ნაცვლად თვითიზოლაციის შესაძლებლობა ეძლევათ.

წესის მიხედვით, მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ. შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მისამართზე covisolation@moh.gov.ge , რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებასა და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას.

თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში მყოფი მოაქალაქეების მკაცრ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმის ჩამოსატვირთავად გაყევით ბმულს.