ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დაიწყო. კინოთეატრ „ამირანთან“ ადამიანების მცირე ჯგუფი დღესაც შეიკრიბა და კინოჩვენებას აპროტესტებს. კინოთეატრთან პოლიციის კორდონია.
ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის ლიდერებმა დღეს განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ფილმი და ჩვენებაზე მისულ ადამიანებს “შეარცხვენენ, ხოლო თუ პოლიცია გაიწევა, შევლენ კინოთეატრებში და შუქს აანთებენ.”
შსს-ს ინფორმაციით, გუშინ ბათუმსა და თბილისში კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე სულ 28 პირი დააკავეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის აქტივისტი ანი სუბელიანი. ასევე, 2 პოლიციელი.