„ეს ეთნიკური წმენდაა" — სომეხი მოსახლეობა მთიან ყარაბაღს ტოვებს 

პუბლიკა

ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა მთიან ყარაბაღს ტოვებს. სტეფანაკერტში 120 ათასმა ადამიანმა 9-თვიანი ბლოკადა აიტანა. თუმცა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ტერიტორია დაიბრუნა, ადგილობრივები ამბობენ, რომ დარჩენა უსაფრთხო აღარ არის.

„ალბათ ბოლო ღამე სტეფანაკერტში…” – წერს X(Twitter)-ზე ჟურნალისტი მარუტ ვანიანი და ვიდეოს აქვეყნებს.

მანვე გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ყარაბაღიდან აბარგებას ასახავს:

ჟურნალისტი არწახიდან, ანი აბაღიანი აქვეყნებს:

ამ ფოტოზე არწახელი ბავშვები მშოფლიურ ქალაქს ემშვიდობებიან:

საცობი ლაჩინის დერეფანში – ეთნიკურად სომხები სტეფანაკერტს ტოვებენ. ფოტოს ავტორი: ჟურნალისტი სემ მარტიროსიანი.

სომხურმა მედიამ CivilNet გუშინ, 24 სექტემბერს გამოაქვეყნა ფოტო-მასალა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს ასახავს – 40 მათგანი სომხეთში, ქალაქ სიუნიქში ჩავიდა. ეს ქალაქი მთიან ყარაბაღს ესაზღვრება.

მათ გაიარეს რეგისტრატია ჰუმანიტარულ სადგურზე, შეფასდა მათი სპეციალური საჭიროებები სამედიცინო და საბინაო მოვლისთის.

დევნილებმა CivilNet-ს უთხრეს, რომ ლაჩინის დერეფნის გავლისას აზერბაიჯანულ მხარეს ისინი არ შეუმოწმებია.

სიუნიქის გუბერნატორმა, რობერტ ღუკასიანმა მედიას განუცხადა, რომ რეგიონში შეიქმნა მობილური სამედიცინო ცენტრები, ასევე განთავსდა სასწრაფო დახმარების მანქანები – ისინი მზად არიან, დევნილებს დახმარება გაუწიონ. ასევე ხდება აღწერა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ღუკასიანის განცხადებით, ამ დროისთვის რეგიონი მზად არის, 10 ათასი ადამიანი მიიღოს.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა დღეს განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო მიზნით, „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა რეგიონში, სომხური ჯარის განიარაღება და იძულება, დატოვონ ტერიტორია”.

24 საათში ომი შეწყდა – არწახის სეპარატისტული რეჟიმი დანებდა. ასევე, სომხეთის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ აპირებს, იომოს.

21 სექტემბერს ასევე ტვიტერზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ აზერბაიჯანელი სამხედრო სომხეთის დროშას გლეჯს.

მოსახლეობის ნაწილმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება 21 სექტემბერსვე დაიწყო.

5 ოქტომბერს ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ესპანეთში, გრანადაში შეხვდებიან.