ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

პუბლიკა

თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.  უწყების ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი წაუყენეს 118,1 მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს.