სადაც მგზავრების ჭარბი რაოდენობა იქნება, იქ დაინიშნება დამატებით ავტობუსები – ტიკარაძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ტრანსპორტთან დაკავშირებით ტიკარაძემ განაცხადა, რომ სადაც მგზავრების ჭარბი რაოდენობა დაფიქსირდება, იქ დაინიშნება დამატებითი ავტობუსები.

„ჩვენ ყოველდღიურად ვაწარმოებთ სტატისტიკას, თუ როგორია ნაკადია მუნიციპალურ ტრანსპორტში. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება და იმ რეგიონებსა და იმ მონაკვეთებზე,  სადაც შეინიშნება მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა, დაინიშნება დამატებითი ავტობუსები“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევაა.  კარანტინის რეჟიმში 1261 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  216 პაციენტია.