ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდიან.
საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით უფასურდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 22 პუნქტით, 2,79-დან 3,01 ნიშნულამდე გაუფასურდა.
18 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარი 3.08, ხოლო 1 ევრო 3.39 ლარი ღირს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსის განგრძობითი გაუფასურება მსოფლიოში შექმნილ პანდემიურ სიტუაციასა და ნავთობის ფასის ვარდნასთან არის დაკავშირებული.