ცერცვაძის აზრით, მეოთხეული გადაცემა საქართველოში ჯერ არ არის

პუბლიკა

ინფექციურ საავადმყოფოსთან კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ინფექციურში ამჟამად 46 ავადმყოფი წევს და 30-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი.

კორონავირუსით ინფიცირებული სხვა 7 პაციენტი ქვეყნის სხვა კლინიკებში არიან, რომლებიც ინფექციურთან ერთად მიმღებ კლინიკებად განისაზღვრნენ.

სულ ამ მომენტისთვის საქართველოში  38 დადასტურებული შემთხვევაა.  ცერცვაძის თქმით, 37 დან ორის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმეს მდგომარეობა პრობლემურია, რადგან აქვთ ასაკი და სხვა თანმხლები დაავადებები. პლევმონია აქვს 11 ადამიანს. რამდენიმეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.

„გამოჯანმრთელების კანდიდატი ვინც იყო, მეორე განმეორებით ტესტი აღებულია და პასუხი მოვა გვიან ღამე. ასევე 12 ადამიანის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ველოდებით გვიან ღამე”, – განაცხადა თენგიზ ცენრცვაძემ.

მისივე თქმით, მეოთხეული გავრცელების შესაძლო შემთხვევაზე ექსპერტების აზრი გაიყო. მისი პირადი მოსაზრებით, პირი, რომელსაც არ ახსოვს ინფიცირების წყარო, მეოთხეული გადაცემის შემთხვევა არაა, რადგან ის პაციენტი დამაჯერებლად არა, მაგრამ ამბობს ვისგან დაინფიცირდა.

„მეტი ალბათობით ამბობდა, ვისგან დაინფიცირდა, ვიდრე არა. ამიტომ ეს მეოთხეული გავრცელება არაა და თუ არის, მაშინ ერთადერთ შემთხვევაა, თუმცა ჩემი აზრით, მეოთხეული გადაცემა საქართველოში არ არის”, – განაცხადა ცერცვაძემ.