CNN წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა.
„ჩვენ ვადასტურებთ 24 მძევლის უსაფრთხო გათავისუფლებას. ჩვენ ხელი შევუწყეთ ღაზადან რაფას საზღვრამდე მათ მიყვანას, როგორც ნეიტრალურმა შუამავლებმა, “- თქვეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა.
წითელ ჯვარს არ დაუკონკრეტებია, რამდენი გათავისუფლებული მძევალი იყო ისრაელიდან და რამდენი ტაილანდიდან.
მანამდე ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 13 ისრაელელი მძევალია გათავისუფლებული, ხოლო ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გაათავისუფლეს 12 ტაილანდელი მძევალი.
ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი, 4-დღიანი ზავი დაიდო, ცეცხლი შეწყვეტილია – დღეს, 24 ნოემბერს, ჰამასმა 13 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს. ზავი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიდო.
ისრაელის მხარემ CNN-ს უთხრა, რომ თავის მხრივ, ისინი, შეთანხმების ფარგლებში, 39 პალესტინელ პატიმარს გამოუშვებენ.
მომდევნო 4 დღეში ჰამასი 50-მდე მძევალს გაათავისუფლებს.